воскресенье, 8 декабря 2013 г.

პროექტის სახელწოდება: საგანძურთა გზა საფრანგეთიდან  თბილისამდე
პროექტის მთავარი იდეა -თემა: გავეცნოთ უძველეს ხელნაწერებს და მათი დაბრუნების ისტორიას.
პროექტის აქტუალობა:პროექტი მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის. ისინი მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხელნაწერების  შესახებ. გაეცნობიან მათ ისტორიას. როგორ მოახერხა უზომო გაჭირვების პირობებში ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურის  თბილისამდე ჩამოიტანა.
პროექტის მიზნები:ესპროექტი მოსწავლეებში გააღვივებს სიყვარულსა და პატივისცემას როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიმართ,  ასევე მიხვდებიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თვითეული ნივთის გაფრთხილება და საქართველოს საგანძურის გამდიდრება.
მოსწავლეები შეძლებენ:   ა.  პრეზენტაციის მომზადებას.
                                               ბ. შეძენილი ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარებას.
                                             გ.  თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების უნარ-ჩვევების  განვითარებას.
                                             დ. მოსწავლეთა შემოქმედებითი /წერითი ნამუშევრების/
მონაწილეთა ასაკი: მე-9კლ.   13-14წელი.
ვადები: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები|პროცედურები, რაც  შეიძლება შეიქმნას|:მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩაბმულნი მასალების მოძიებაში,/ინტერნეტში მონძებნიან/ ითანამშრომლებენ როცა ერტმანეთს გააცნობენ  საკუთარ მასალებს. კომუნიიკაციის უნარი განუვითარდებათ და რაც მთავარია , მიხვდებიან თუ როგორი სათაყვანებელი და სალოლიავებია ჩვენი საუნჯე.
მოსწავლეები  შექმნიან:ა: ფოტომასალას
                                         ბ. ვიდეო მასალას
                                       გ. ჩანაწერებს
                                       დ. საგაზეთო მასალებს
                                      ე. ექსკურსიას
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ა კომპიუტერი ინტერნეტი
                                                                      ბ.საგაზეთო მასალები, თაბახის ფურცლები, კალამი .ციფრული კამერა, ხელნაწერთა ინსტიტუტი, მძღოლი-მიკროავტობუსი.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ავირჩევ ლიდერს. თითოეულ  ჯგუფს მივცემ სხვადასხვა დავალებას. ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ.  მეორე_ ხელნაწერთა ბედს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ.
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოამზადებენ ამავე სახელწოდების პრეზენტაციას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.: მოსწავლე ისტორიასა და გეოგრაფიასთან კავშირის ფონზე იკვლევს 1918-21წლების ეპოქას როგორც საქართველოში,ასევე საფრანგეთში. გეოგრაფიის დაზმარებით ადგენს მარშრუტს, რომლითაც ექვთიმემ იმოგზაურა.
მოსწავლე ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას. დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს, მოპოვებულ მასალას გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს.
მოიძიებს ვიზუალურ მასალას თემის ირგვლივ.
პროექტის ხელმძღვანელი:მაია გოგაშვილი
ხელმძღვანელის   ელ ფოსტა: maiagogashvili3@gmail.com
პროექტის ბლოგი: maiagogashvili.blogspot.com